პროექტის
სახელწოდება: „დამარხულ არს ენა ქართული“
პროექტის
მთავარი იდეა ( თემა): მოსწავლეები მოიძიებენ ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას,
მოიკვლევენ მრავალ მსგავს თუ განსხვავებულ მოსაზრებას, რომლებიც არსებობს, როგორც ჩვენში,
ასევე უცხოეთშიც.
პროექტის
აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს ქართული
ანბანის შესახებ, ასევე მათ განუმტკიცებს ცოდნასა და გაუღრმავებს წარმოდგენებს, თუ
როდის, რომელ საუკუნეში შეიქმნა ქართული ანბანი, ვის სახელს უკავშირებენ მის შექმნას,
განვითარების რამდენი საფეხური განვლო და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიკვლევენ,
რაც ქართულ ანბანთან არის დაკავშირებული.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა- ძიების უნარები, ასევე პრობლემის გადაჭრისა
და ანალიზის უნარები.
მოსწავლეთა
ასაკი: 11-12 წელი.
ვადები
და ხანგრძლივობა: 2-კვირა.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევა- ძიების
უნარ- ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფური მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ
ახალი ინფორმაციის მოძიებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარს.
პროექტებისათვის
სჭირო ძირითადი რესურსები: თ. გამყრელიძე- მწიგნობრობა ქართული. ე. მაჭავარიანი-ქართული
ანბანის გრაფიკული სიძველეები. პ. ინგოროყვა- თხზულებათა კრებული. კომპიუტერი, ინტერნეტი,
ფოტოაპარატი.
პროექტის
მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
მუშაობა
წარიმართება ჯგუფებში, მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად:
აქტივობა-1:
თემის შერჩევა.
აქტივობა-
2: შევქმნი სამუშაო ჯგუფებს.
აქტივობა-3:გადავანაწილებ
მოვალეობებს ჯგუფებში.
1-ჯგუფი:
ისტორიული ცნობები ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, ქართული ანბანის აგების პრინციპები.
2-ჯგუფი:
ქართული დამწერლობის წარმოშობის ქრონოლოგია, ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურები.
აქტივობა-4:
მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მოძიებულ მასალებს და მოახდენენ
პროექტის პრეზენტაციას.
აქტივობა-5: პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მოვახდენ
პროექტის შეჯამებას შეფასების რუბრიკის მიხედვით.
შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
ჩართულობა
|
არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა, უჭირს სათქმელის გასაგებად გადმოცემა.
|
მეტ-ნაკლებად გამართულად მეტყველებს.
|
აქვს ფაქტობრივი ცოდნა.
|
არის აქტიური , სრულყოფილად ასრულებს სამუშაოს. აქვს მდიდარი ლექსიკა.
|
კვლევა-ძიება
|
არ ჩანს კვლევა- ძიების უნარ-ჩვევები.
|
კვლევა-ძიება სუსტი და ბუნდოვანია.
|
მოსწავლეები კარგად ფლობენ კვლევა-ძიების უნარ -ჩვევებს.
|
კვლევა-ძიება სრულყოფილია, მოძიებულია, მრავალმხრივი ლიტერატურა.
|
დასკვნები
|
შედეგი გაურკვეველია.
|
შედგი ჩანს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არარის მკაფიო.
|
შედეგი კარგად არის გამოკვეთილი, მოსწავლეები სწორად აანალიზებენ თემას.
|
შედეგი მრავალმხრივი და სრულყოფილია, ამომწურავადაა განხილული თემა.
|
საგანთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VI.7. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა, გაგება- გაანალიზება.
VI.12. მოსწავლეს შეუძლია
მედია-ტექსტების გაანალიზება. აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
VI.15. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია გუმბერიძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: MZIAGUMBERIDZE82@GMAIL.COM
Комментариев нет:
Отправить комментарий