გაკვეთილის მთავარი თემა.
|
ნოდარ დუმბაძე “HELLADOS“
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა-ლიტერატურა/ მზია გუმბერიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/VII
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა 20.სსსმ მოსწავლე არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ტექსტის გაანალიზებასა
და გააზრებას, ასევე პირადი გამოცდილების მიხედვით ტექსტში ასახული პრობლემის შესახებ საკუთარი
აზრის ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
·
საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბება,
·
კრიტიკული აზროვნების განვითარება,
·
შესწავლილი ტექსტის მიხედვით გმირის წარმოსახვითი
პორტრეტის შექმნა.
ქართ.
VII. 4. მოსწავლეს შეუძლია
საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო
გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს
თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ
კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
·
დამაჯერებლად იცავს საკუთარ
აზრს, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
ქართ.
VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს
და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ტექსტის მიზანს
(რისთვის არის დაწერილი - მკითხველის ინფორმირების, გართობის, თუ დარწმუნებისათვის) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
·
შეაფასებს ტექსტს მიზნისა და
აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგალითად, არის თუ არა სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციები
გასაგები; შეძლო თუ არა რეკლამამ მისი დარწმუნება; ისიამოვნა თუ არა მხატვრული ნაწარმოების
კითხვით; მიიქცია თუ არა საგაზეთო სტატიის სათაურმა მისი ყურადღება და სხვ.);
·
მსჯელობს სათაურისა და ტექსტის
ურთიერთმიმართებაზე;
·
გამოყოფს სიუჟეტში მოქმედების
განვითარების საფეხურებს;
·
აკეთებს კომენტარს მხატვრულ
ნაწარმოებში დიალოგის ფუნქციის შესახებ; ხედვის კუთხის (ვისი თვალით არის აღქმული
მოვლენები; ვინ არის მთხრობელი; შეიცვლებოდა თუ არა რაიმე, სხვა პერსონაჟს რომ მოეთხრო
იგივე ამბავი);
ქართ.
VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა
სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (მაგ., ავტორისეულ დახასიათებას,
მეტყველებას, პორტრეტს, ინტერიერს და სხვ.);
·
განმარტავს, სად იწყება და
სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები და რა მარკერები მიგვანიშნებს მათზე
(მაგ., დროის აღნიშვნა: მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ და ა.
შ.; ადგილის აღნიშვნა: შორს, ცხრა მთას იქით,
პატარა სოფელში და ა. შ.; მოვლენათა თანამიმდევრობის აღნიშვნა: მაშინ, შემდეგ, დაბოლოს
და სხვ.)
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ ნ. დუმბაძის ცხოვრების მნიშვნელოვან
ეპიზოდებს, ასევე მათ შესწავლილი აქვთ მწერლის რამდენიმე მოთხრობა და იციან პარალელის
გავლება ადრე შესწავლილ ნაწარმოებებზე, ამასთანავე მოსწავლეებს წინა კლასებიდან კარგად
აქვთ გააზრებული და შესწავლილი აფხაზეთის თემა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ , როგორც განმავითარებელი ასევე
განმსაზღვრელი შეფასებით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსი.
|
მე-7კლასის სახელმძღვანელო , ავტორი: ნათელა მაღლაკელიძე,
ვიდეო და ფოტო მასალა, კომპიუტერი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი.
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა -45წთ:
გაკვეთილის ვატარებ სამფაზიანი მოდელით.
A-ფაზა. გამოწვევა.
1.მისალმება-2წთ:
2.კითხვისთვის მზადება-5წთ:
მოსწავლეებს ტექსტის წაკითხვამდე ნანახი აქვთ ნ. დუმბაძის
მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი “HELLADOS”.
მოსწავლეები აქტიურად იხსენებენ ნანახს, ეს აქტივობა კი უბიძგებს მათ
, გადახედონ საკუთარ ცოდნას.
B-ფაზა.
ცოდნის კონსტრუირება.
გაკვეთილის ამ ეტაპზე ვიწყებ აღქმული მასალის შინაარსის
რეალიზებას. კერძოდ: „ გამოწვევის“ ფაზაში გაღვივებული ინტერესის შენარჩუნებას.
აქტივობა 3 _ ტექსტის კითხვა: ( 20 წთ).
ტექსტის კითხვისას ვიყენებ ე. წ. მეთოდს „ კომენტარებით“
კითხვა. ვიწყებ ტექსტის კითხვას და მას მოსწავლეები აგრძელებენ. ტექსტის კითხვისას
აიხსნება გაუგებარი სიტყვები, გზადაგზა ვაკეთებ სათანადო კომენტარს წაკითხულის გააზრებასა
და უკეთ აღქმისათვის.
კითხვის დასრულების შემდეგ ვსვამ რამდენიმე შეკითხვას.
-რა იყო ასეთი რაც ტექსტის წაკითხვამდე იცოდი?
-რა აღმოჩნდა ისეთი, რაც ტექსტის წაკითხვის შემდეგ
გაიგეთ?
ამ შეკითხვებს
მოსწავლეები ინდივიდუალურად გასცემენ პასუხს.
C-ფაზა.
გამთლიანება/რეფლექსია.
ამ საფეხურზე ვიწყებ მიღებული ცოდნის რეფლექსიას ანუ
წაკითხულის გააზრებას. ვატარებ ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად, ვსამ
სააზროვნო შეკითხვებს წაკითხულის გასააზრებლად. თითოეულმა ჯგუფმა იცის თავიანთი მოვალეობა.
აქტივობა 4 _ წაკითხულის გააზრება: (15 წთ).
1.
სად
და როდის ხდება ტექსტში აღწერილი მოქმედება?
2.
ვინ
არის ტექსტის მთავარი გმირები?
3.
რისთვის
იბრძვიან ბიჭები და თქვენი აზრით ვინ რჩება გამარჯვებული?
4.
აღელვებული
ვნება თანდათან ცხრება, ბიჭები ჩხუბის მაგივრად მეგობრობენ, თქვენი აზრით რა არის
ამის მიზეზი?
5.
მოთხრობის
მთავარ გმირს არ უნდა სოხუმიდან წასვლა ,რა არის მისთვის სამშობლო?
6.
რამდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი ზღვამ გამორიყა,
როგორ ფიქრობთ, რა მოხდა გემბანზე?
7.
ბერძენ
ბიჭს მკერდზე HELLADOS აქვს
ამოსვირინგებული, როგორ ფიქრობთ რას უსვამს ხაზს ეს სვირინგი?
შეადარეთ: როგორი იყო მოთხრობის მთავარი გმირი დასაწყისსა
და დასასრულში? თქვენი აზრით რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
აქტივობა: შეფასება. (2წთ).
აქტივობა: საშინაო დავალება. (1წთ).
დაწერეთ თხზულება: „ ბრძოლა პირველობისთვის“.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий